თავდაცვის მინისტრმა გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა – “ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
თავდაცვის მინისტრმა გერმანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
“ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად გერმანელ ხალხს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდასხმა ბერლინის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე 19 დეკემბერს მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები