მამუკა კაციტაძე: ეფექტური კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა მხოლოდ შევარდნაძის დროს

სერიოზული კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში არ მომხდარა 25 წლის მანძილზე, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე თვლის, რომ კონსტიტუციის რეფორმა საკმაოდ რთული გასატარებელია და ერთადერთი ვინც ეს შეძლო, ედუარდ შევარდნაძე იყო. კაციტაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გამოხატა კონსტიტუციის რეფორმირების ნება.
„ეფექტური კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა მხოლოდ შევარდნაძის დროს, 25 წლის მანძილზე კონსტიტუციას ხელი არ დადებია, მიხეილ სააკაშვილმაც ვერ შეძლო ეს. „ქართულმა ოცნებამ გამოხატა ნება, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს არაა მხოლოდ სახელმწიფო შტოებს შორის თანამშრომლობის საკითხი, ეს არის ყველაფერი ერთად, ესე იგი „ქართული ოცნება“ ცდილობს კონსტიტუციური რეფორმის გატარებას, კარგია, რომ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ცუდია, რომ თანმიმდევრულად ვერ ახორციელებენ ამას,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები