მამუკა კაციტაძე: პრეზიდენტის ჩარევა კონსტიტუციის მუშაობაში, მისი ნება იყო

ქვეყნის მეთაურმა თავის თავი დაინახა საკონსტიტუციო კომისიაში, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა. კაციტაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი არ უნდა ყოფილიყო კომისიის რიგითი წევრი.
„არ არის კარგი, რომ პრეზიდენტი ამ კომისიიდან არის გარიყული. პრეზიდენტს სურდა, რომ თანათავმჯდომარის სახით ჩართულიყო ამ კომისიაში, რაზეც უარი მიიღო, ეს თავისთავად გულისხმობდა, რომ პრეზიდენტს უარი უთხრეს”, – განაცხადა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კაციტაძე აცხადებს, რომ კომისიის გარეთ დატოვებული ორგანიზაციები საკონსტიტუციო თემასთან დაკავშირებით სხვა მექანიზმით ეცდებიან თანამონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები