დავით ბაქრაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მარკ ვოლშს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ”ფეისბუქის” გვერდზეა განთავსებული.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ასლების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკი, კონტრტერორიზმის კოორდინატორის მთავარი მოადგილე ალინა რომანოვსკი და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები. ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი ასპექტები.
აშშ-ის მხარემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახელმწიფოს განვითარების 25-წლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის მომავალი ოთხი წლის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა არათუ შენარჩუნდება, არამედ გააქტიურდება და გაძლიერდება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები