“სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციის ზღვარი გადის გლდანის ციხეზე”

„ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიას, როგორც ძალადობრივი ხელისუფლება ისე შემორჩება“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “თავისუფლების დაცვის ცენტრის” გამგეობის წევრებმა განაცხადეს.
ახალშექმნილი ორგანიზაციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 20 იანვარს დაანონსებულ ყრილობას ეხმაურებიან და თვლიან, რომ ლიდერის შეცვლა პარტიის რეაბილიტაციას ვერ მოახდენს. ორგანიზაციის წევრები მიხეილ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას ურჩევენ.
„ყრილობა, რომელიც დაგეგმილია 20 იანვარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეღარაფერს უშველის, მათი რეაბილიტაცია ვერანაირი ლიდერის შეცვლით ვეღარ მოხერხდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც საქართველოს ისტორიას, როგორც ძალადობრივი ხელისუფლება ისე შემორჩება.
მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციის ზღვარი გადის გლდანის ციხეზე.
მე ვურჩევ „ნაცმოძრაობის“ წევრებს, თუ უნდათ, რომ მათ რაიმე შანსი დაიტოვონ იმის, რომ ამ ქვეყანაში შედარებით სუფთა სინდისით იცხოვრონ, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ საზოგადოებას, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის ქართული მართლმსაჯულების წინაშე.“
განაცხადა “თავისუფლების დაცვის ცენტრის” გამგეობის წევრმა ბაჩო გოგრიჭიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები