ვიქტორ დოლიძე: 10 პროცენტიანი შემცირება ადმინისტრაციული და ტექნიკური ხარჯების შემცირების მიმართულებით განხორციელდება

“10 პროცენტიანი შემცირება ადმინისტრაციული და ტექნიკური ხარჯების შემცირების მიმართულებით განხორციელდება”, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
ამასთან დაკავშირებით ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საბიუჯეტო დაფინანსება 3 100 000 ლარი უნდა ყოფილიყო, მოხდა დაფინანსების 300 000 ლარით შემცირება და უწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარით დაფინანსდება.
”რა თქმა უნდა, 10 პროცენტიანი შემცირება ჩვენს სამინისტროშიც მოხდება, მაგრამ მადლობა ღმერთს, აუცილებელი არ არის ეს საკადრო რესურსს და იმ პროფესიონალთა გუნდს შეეხოს, რომელიც უწყებაში მუშაობს. ქამრების შემოჭერა ჩვენც გვეხება და ქამარს ისეთ საკითხებში შემოვიჭერთ, როგორიცაა ადმინისტრაციული და ტექნიკური ხარჯების შემცირება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები