ვიქტორ დოლიძე: ქამრები ჩვენც შემოვიჭირეთ,როგორც ყველა სამინისტრომ

“ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს ჩვენთან და იმის აუცილებლობა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვა, არ ყოფილა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, იგეგმება ადმინისტრაციულ-ტექნიკური ხარჯების შემცირება.
„შიდა რესტრუქტურიზაცია უკვე განხორციელდა. ერთი მოადგილე ფარავს ნატოს და ე.წ. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას, მეორე – ევროკავშირს და დახმარების სამსახურებს, ხოლო მესამე მოადგილე – საზოგადოებასთან ურთიერთობას და ადმინისტრაციულ სამსახურებს. ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს ჩვენთან და იმის აუცილებლობა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვა, არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ქამრები ჩვენც შემოვიჭირეთ,როგორც ყველა სამინისტრომ, მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეტი საქმე – მეტი აქტივობა. ნაკლები ხარჯები ცოტა რთული გასაკეთებელია, თუმცა მოგვიწევს, რადგან ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების სირთულეებს, რადგან სხვა გზა არ გვაქვს”,-აღნიშნა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები