ვიქტორ დოლიძე ექსპერტებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანებულ ექსპერტებს შეხვდა. ვიქტორ დოლიძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირებისთვის გაზიარებულ ხედვებს და სამოქალაქო სექტორთან ხელისუფლების თანამშრომლობას.
„ჩვენ ვართ ძალიან ღია მათი რჩევების მიმართ, ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებით, მათი დამოკიდებულების, ხედვების მიმართ და გვინდა ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად ნაყოფიერად გაგრძელდეს, რამეთუ სამოქალაქო სექტორთან ჩვენი უწყების გახსნილი თანამშრომლობა რელურად არის ბაზისი და პრერეკვიზიტი იმისა, რომ ჩვენ უფრო სწორი მიმართულებები გვექნება, უფრო სწორი და გახსნილი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდება მათთან, რაც იქნება ინტეგრაციული პროცესების და ქვეყნის შიგნით გასატარებელი რეფორმების ძალიან კარგი საფუძველი. ამიტომ, ვაპირებ, მომავალშიც გავაგრძელო და ამავე დროს, გამოვიყენო წინასაახალწლო, წინასაშობაო პერიოდი და საქმიანი ურთიერთობის გარდა, მივულოცო კიდეც მათ დამდეგი დღესასწაული“, – განაცხადა დოლიძემ.