ზვიად ძიძიგური ტარიფებზე: ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს

“როგორც წესი, გადაბალანსება ხდება. მთავრობის, სემეკის, პარლამენტის პოზიცია არის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და მისი მდგომარეობა არ გაუარესდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ტარიფებთან დაკავშირებით მთავრობის სამოქმედო გეგმის შეფასებისას განაცხადა.
ძიძიგურის განმარტებით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ტარიფების გადახედვის დროს მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს. მისი თქმით, გაზრდილი კომპონენტი არ ზრდის ტარიფის მასიურად მატების საშიშროებას.
„ეს კომპონენტი, რაც გაიზარდა, არის ძალიან მცირე მთლიან მოცულობაში, ელექტროენერგიის წარმოების ხვედრითი წილი თბოელექტროსადგურებიდან არის ძალიან დაბალი, ამიტომ ეს არ არის საშიშროება, ვინაიდან ტარიფი არ შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისაგან, ის ბევრი კომპონენტისაგან შედგება.
როგორც წესი, გადაბალანსება ხდება. მთავრობის, სემეკის, პარლამენტის პოზიცია არის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და მისი მდგომარეობა არ გაუარესდეს. ამ მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება მოსახლეობის ინტერესებისა.
ეს არის პოზიცია, რომელიც გააჩნია უმრავლესობასაც და მთავრობასაც . მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს. ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები