ზვიად ძიძიგური: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ოპტიმიზაციის გეგმა ძალიან რაციონალურია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ოპტიმიზაციის გეგმა ძალიან რაციონალურია.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის სწორედ პოზიტიური პროგრამის განხორციელებაა საჭირო.
ვიცე-სპიკერის თქმით, ოპტიმიზაცია გარკვეული ხარჯების, მათ შორის ხელფასების შემცირებასაც გულისხმობს.
“წინა ოთხი წლის განმავლობაში, გვესმოდა, რომ გაბერილია შტატები, რომ ბიუჯეტი დასაქმებულ ადამიანებზე იხარჯება ზედმეტად. მთავრობამ ახლა წარმოადგინა ოპტიმიზაციის გეგმა, რომელიც ვფიქრობ, არის ძალიან რაციონალური გეგმა. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური პროგრამის განხორციელება სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რომ შეიქმას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ამას სჭირდება გარკვეული ხარჯების შემცირება. რა თქმა უნდა, როდესაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს ოპტიმიზაციასაც გულისხმობს, ხელფასების შემცირებასაც. ეს არის სწორი გეგმა, ამას ახორციელებს საქართველოს მთავრობა“, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები