აკაკი ზოიძე: მთავრობა ცდილობს ოპტიმიზაციის პროცესი ძალიან ცოტა ადამიანს შეეხოს

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები”, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები სამსახურიდან არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები.
„რაც არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ, არის ის, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეეხოს ოპტიმიზაციის პროცესი. ამის გარეშე არ გამოდის. ციფრებს, რომ ვამბობთ, ამის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად, პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული. შემცირდება ხარჯები საწვავზე, მივლინებებზე, მანქანებზე, მაგრამ ეს გარკვეულ ადამიანებს ეს მაინც შეეხება, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები