მამაკაცი, რომელმაც წინანდალში ყოფილი მეუღლე მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 29 წლის ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ავთო ბეჟუაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ავთო ბეჟუაშვილმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით 9 დეკემბერს მოკლა. რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში თელავის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს მიმართ, ყოფილ მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა. მოსამართლემ მას ყოფილ მეუღლესთან 30 დღის განმავლობაში მიახლოება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა. რასაც ა.ბ. არ დაემორჩილა. ა.ბ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს, თელავის რაიონული პროკურატურის მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვილი იქნა პატიმრობა, მაგრამ თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს საპატიმრო გირაო 8000 ლარი შეუფარდა, რომელიც მან გადაიხადა და 2016 წლის 1 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები