გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფები – რას აცხადებენ სემეკში

სემეკის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება, – ამის შესახებ შონიამ კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 4 თბოელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.
“სავარაუდოდ, თბოელექტროტოსადგურებისთვის ტარიფები გაიზრდება, რადგან ვალუტის კურსის კომპონენტი მნიშვნელოვანწილად მოქმედებს მათ ტარიფებზე. რამდენი იქნება და რა მოცულობით გაიზრდება, ამას ნახავთ კომისიის სხდომაზე. დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი”, – განაცხადა შონიამ.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, გოჩა შონიას თქმით, ამაზე შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს და აღნიშნული ტარიფი ცნობილი გახდება ორშაბათს კომისიის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები