საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ქეთი მელუას ღირსების ორდენი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადასცა.
ქართველი მომღერალი ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.
ქეთი მელუამ და გორის კამერულმა გუნდმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები