გაძვირდება თუ არა ტრანსპორტით მგზავრობის საფასური – მერიაში განმარტება გაკეთდა

ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურს, ლექვინაძე განმარტავს, რომ სამარშრუტო ტაქსების ფასებს კერძო კომპანია განსაზღვრავს.
„მეტროს და ავტობუსების მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე, თბილისელ მოსახლეობას მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა გავუძვიროთ. რაც შეეხება ე.წ. მარშრუტკებს, მას ჰყავს კერძო ოპერატორი კომპანია. არსებული კონტრაქტით თბილისი მერია მოკლებულია რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს ტარიფი არეგულიროს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, დედაქალაქის მთავრობა ასევე, არ აპირებს 2017 წლის ბიუჯეტის გადახედვას და ხარჯების კიდევ უფრო შემცირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები