სვანეთში ზვავმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

სვანეთში ზვავს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “კვირას“ ინფორმაციით, დაღუპულია 55 წლამდე ასაკის მამაკაცი. ის დაბა მესტიის მკვიდრი იყო. შემთხვევა ბარჯა-ხაიშის საგზაო მონაკვეთზე მოხდა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები