მამა ილია ვაშაკიძე: მეუფე იაკობის ძმები ტელეფონში დედას მაგინებდნენ და ყელის გამოჭრით მემუქრებოდნენ
„ძმებმა ტელეფონში დედაც მაგინეს, ყველაფერი მაგინეს, მერე ყელის გამოჭრით მემუქრებოდნენ“ – ამის შესახებ მამა ილია ვაშაკიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, მას მამა იაკობის ძმები თავდაპირველად 5 თვის წინ დაემუქრნენ, მეორედ კი ერთი თვის წინ.
„ძმებმა ტელეფონში დედაც მაგინეს, ყველაფერი მაგინეს, მერე ყელის გამოჭრით მემუქრებოდნენ. სად არის ქრისტე დამანახონ, რა ქრისტიანობაზე მელაპარაკებიან. მითხრა, რომ მეუფე იაკობის ძმა ვარო, თუმცა მე ხმებით ვერ ვარჩევ. ყელის გამოჭრით ახლახან მემუქრებოდნენ, 5 თვის წინ. მერე კიდევ იყო მუქარები ერთი თვის წინ. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური ინსპექტორი. არ ვიცი, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა არც მინდა. ეგენი ერთმანეთს ემუქრებიან. მე ინვალიდი კაცი ვარ. მე საპატრიარქოს იურისდიქცია იმიტომ დავტოვე , რომ შემენარჩუნებინა მართლმადიდებლობა. ასეთ კორპორაციას უნდა გაემიჯნოთ, თუ გი გინდა მართლმადიდებლობა შეინარჩუნოთ ,“ – განაცხადა მამა ილია ვაშაკიძემ.