მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების კვლევის მიზნით იმყოფებოდა

მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების კვლევის მიზნით იმყოფებოდა, – ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო (Fabio Quaglino) საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების კვლევის მიზნით იმყოფებოდა.

ფაბიო კვალინომ, ქართველ კოლეგებთან ერთად, აღნიშნულ კვლევებში 2014 წლიდან არის ჩართული. მეცნიერებმა ველური ვაზის ნიმუშები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექციაში, ასევე, ბუნებრივ პირობებში სპეციალურად ორგანიზებულ ექსპედიციის ფარგლებში აიღო.

მასალები, რომელიც მილანის უნივერსიტეტში დამუშავდება, პასუხს გასცემს ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების ბევრ კითხვას, რაც უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, რადგან ვაზის სიყვითლე, ანუ ფიტოპლაზმასთან ასოცირებული დაავადებათა კომპლექსი, იწვევს მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს საღვინედ გამოყენებულ თითქმის ყველა ჯიშში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები