ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მაღლაფერიძემ „კვირას“ განუცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მივიღებ და განაცხადით უკვე მივმართე პირველი არხის სამეურვეო საბჭოს. რადგან გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობის მიღება, ვთვლი, რომ საამისოდ შანსებიც მაქვს. ჩემი აზრით საზოგადოებრივი უნდა გახდეს ფლაგმანი საქართველოს მედიასივრცეში“, – აცხადებს „კვირასთან“ ვასილ მაღლაფერიძე.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამად თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები