„ საქართველომ უსაფრთხოების სფეროს დაფინანსება და წამყვან სადაზერვო სამსახურებთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს“

“საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანაა, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაფინანსება უნდა გაიზარდოს”, – ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ განაცხადა. გორგილაძის თქმით, ევროპაში, უკრაინაში, სირიაში მიმდინარე პროცესები დაძაბულ ფონს ქმნის, რაც მომავალ წლებში საფრთხეებსა და რისკებს გაზრდის.
„საქართველოს ჯერჯერობით უმართლებს, რადგან ქვეყანა ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას თავის ყველა მეზობელთან, რუსეთთანაც კი ვეძებთ ოპტიმალურ ტონალობას ურთიერთობაში. ფაქტობრივად, არ ვერევით და არც უნდა ჩავერიოთ ინტერვენციებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონტინგენტი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს. ჩვენ მოკრძალებულები უნდა ვიყოთ და არ მივცეთ საბაბი ბნელ ძალებს, რომ საქართველოზე შეტევები განახორციელონ“, – განაცხადა გორგილაძემ.
ვალერიან გორგილაძის თქმით, საქართველომ უსაფრთხოების სფეროს დაფინანსება და წამყვან სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები