პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება

ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მარგველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.
„საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები