გუგული მაღრაძე: საჭიროა ინიციატივა, რომელიც სიძულვილის ენის შეცვლისკენ იქნება მიმართული

თავისუფლად სიტყვის გამოხატვა და სიძულვილის ენა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ განაცხადა.
გუგული მაღრაძე სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაციებს ეხმაურება და თვლის, რომ პრევენციის მიზნით უნდა შეიქმნას კანონპროექტი.
გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში უნდა აიკრძალოს სიძულვილის ენით საუბარი, მისი აზრით მსგავსი ტენდენცია შესაძლოა ვიღაცისთვის კარიერის ან პირადი ცხოვრების დანგრევის მიზეზი გახდეს.
„ძალიან ბევრი ტრაგედია გვინახავს, მსგავსი შეურაცხყოფების გამო ადამიანებს დანგრევიათ ოჯახები და დატრიალებულა ტრაგედია. ლალი ფაფიაშვილის მამა იურისტია და სრულიად ბუნებრივია, რომ კანონპროექტის შესახებ ინიციატივა მისგან მოდიოდეს და მეც მიმაჩნია, რომ ამ ნიაღვრის აღსაკვეთად უნდა იყოს და შეიქნას შემაკავებელი მექანიზმი,” – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები