თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
დიდუბის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის I ჩიხის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის და შარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, ჯანაშვილის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები