საქართველოს პრეზიდენტი თურქ ხალხს თანადგომას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალაქ კაისერში აფეთქების შედეგად დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და თურქ ხალხს თანადგომას უცხადებს.
„ვუსამძიმრებ ქალაქ კაისერში აფეთქების შედეგად დაღუპული სამხედროების ოჯახებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ თურქეთში მომხდარ მორიგ ტერორისტულ აქტს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანადგომას ვუცხადებთ თურქ ხალხს“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ კაისერში მომხდარი ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაიჭრა. ტერორისტებმა ავტობუსი ააფეთქეს, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა გაჩერებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები