ქართველი მომღერლის – SHMAGI-ს წარმატებული კარიერა
მომღერალი SHMAGI (შმაგი თაღიაშვილი) საქართველოს „ევროვიზია 2014“-ის შესარჩევ კონკურსზე ახალი მუსიკალური ნამუშევრის წარადგენას გეგმავს. შმაგი აგრეთვე პოპმუსიკის საერთაშორისო კონკურსის – „DISCOVERY 2014“-ის ფინალისტია, რომელიც ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაიმართება და სადაც საქართველოს წარადგენს. ამის გარდა, მომღერალი იტალიის საერთაშორისო პოპმუსიკის ფესტივალის „CANZONI DEL MONDO 2014“-ის ფინალისტია, აგვისტოში იგი საქართველოს სახელით ქალაქ მაიორიში წარდგება.
შმაგი თაღიაშვილი 1991 წლის 18 ივლისს საქართველოში დაიბადა. მომღერლის მამა ინჟინერი, ხოლო დედა ბიოლოგია. შმაგის ბიოგრაფიაში მუსიკა ბავშვობიდან გაჩნდა, ის 3 წლის ასაკში ამღერდა, ხოლო ხუთი წლის ფორტეპიანოზე უკრავდა. შმაგის მუსიკალური სტილი ქართული ხალხური სიმღერისა და თანამედროვე მუსიკის საფუძვლზე ყალიბდება. მისი კუმირები არიან: მაიკლ ჯექსონი, სტიუ უანდერი, უიტნი ჰიუსტონი, ქრისტინა აგილერა… 12 წლის ასაკიდან მომღერალი უკრაინაში, ქალაქ კიევში ცხოვრობს, სადაც პროფესიონალ ვოკალისტ-შემსრულებლად ჩამოყალიბდა. ის რამდენიმე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის (“Moloda Halychina”, “Faces of Friends”, “Веселка над Тисою”) ლაურეატი და გრან-პრის მფლობელია და უკრაინაში, სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში “X-Factor“-შიც მონაწილეობდა.
შმაგის შემოქმედებითი წარმატება და პოპულარობა 2011 წელს, სატელევიზიო მუსიკალურმა პროექტმა “უკრაინის ხმაში“ (Голос Украины) მონაწილეობამ მოუტანა. მასთან უკრაინის დამსახურებული და პოპულარული მუსიკოს-შემსრულებლები თანამშრომლობენ. მან უკრაინის მასშტაბით არაერთი საკონცერტო ტური და საქველმოქმედო სოლო-კონცერტი გამართა. გამოშვებული აქვს მუსიკალური ვიდეოკლიპი. ამჟამად ახალ ალმომზე მუშაობს და რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავთან დუეტის ჩაწერასთან დაკავშირებით და ერთობლივი მუსიკალური კლიპის გადაღებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. მომღერალი უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაშია ჩართული.