„იმ ღამით თვითონ ის ხატი შემობრძანდა სახელოსნოში…“ – როგორ გააცოცხლა ელენე გამგონიძემ შოთა რუსთაველი

მისი სულის პალიტრა არა მხოლოდ უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის დასტურია, არამედ იდუმალებითა და მისტიკურრელიგიური ნააზრევით არის შექმნილი.
სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა დაამთავრა. მისი უამრავი პერსონალური გამოფენგაიმართა: რამდენჯერმე გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიიწვიეს. 13220647_1580761648674922_7831080270003936703_o
„ფიქრით მოდის ყველაფერი, მაგრამ არის წამები, რომ არ სჭირდება ფიქრი. ბოლო დროს ძალიან დიდი ტკივილით მოდის შთაგონება. საერთოდ, რაც ხდება, ყველაფერი კანონზომიერია.
ტკივილი რაღაცის სანაცვლოდ გვერგება, რაც ჯერ არ გაგვიცნობიერებია და მოგვიანებით აღმოვაჩენთ ხოლმე“…-მეუბნება და მართლაც, ფიქრიან-ტკივილიანია ეს სამყარო, რომელიც ცოდვა-მადლის საიდუმლოს იტევს.- ელენე გამგონიძის პერსონა.

–  3 წლიდან დედამ უკვე იცოდა, რომ მხატვარი ვიყავი. ვფიქრობ, მხატვრობა სიცოცხლის მშვენიერებაა, არა მხოლოდ ჩემთვის, ყველა უნდა ხედავდეს, ერთი წამით წარმოიდგინე, სამყარო ფერის, გემოვნების, არქიტექტურის გარეშე ხომ არაფერი იქნებოდა? ვინ ისურვებდა ასეთ ქვეყანას. მხატვრობის გარეშე ამ წუთისოფელში სიცოცხლის ნაკლები სურვილი იქნებოდა.
რელიგიური თემები ჭარბობს%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98
– სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თუ გრძნობ სამყაროს, უკვე ერთად ქმნით… როდის რა სჭირდება სამყაროს, ის თემა თავისთავად მოდის და მეც ვხატავ. ჩემთვისაც იგივეს აკეთებს სამყარო – როდის, რა ან ვინ მჭირდება, მას მივლენს.
შთაგონება სხვადასხვანაირად მოდის, ბოლო დროს – დიდი ტკივილის შედეგად. სამყარო ჩემთვის ისეთივე სხეულია, როგორიც ყოველი ჩვენგანია, თავისი დიდსულოვნებით.
როგორ ხედავთ სამყაროს პორტრეტს… რატომ მიმართავთ ხელების ესთეტიკას?
– ზღვა თვალია სამყაროსი… ზღვის თემა ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო და სასიამოვნო საფიქრალია. ხელი ჩემთვის ყველაფერზე სუფთა, ძლიერი და საინტერესოა. საერთოდ, ამას ამბობენ თვალზე. მაგრამ მე ვთვლი, რომ ხელები არასოდეს ტყუიან. ეს დიდი თემაა.
13103411_1026583504087419_3305533987637572157_n მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებიდანრამაც, ასე თუ ისე, შეცვალა თქვენი ცხოვრება
– ჩემს ცხოვრებას მნიშვნელოვანი მომენტები კი არა, უფალი ცვლის, უფალი მირჩევს მეგობრებს გარკვეულ დროს, ალბათ, შემოქმედების მრავალფეროვნებისთვის. ჩემთვის სასწაული ყოველი ადამიანია, ყველაზე კარგად უფლის არსებობა მეგობრის გამოჩენაში იგრძნობა. ის ყოველთვის დროულია.
გერმანიაში წასვლას ვაპირებდი. თითქმის გადაწყვეტილი მქონდა, როცა აღმოვჩნდი კაჭრეთის კოლეჯ „აისში“. ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ასეთი სიყვარულით კიდევ რამე კეთდებოდა. ამ ყველაფერს დირექტორის – ნათელა პაპუნაშვილის დიდი სიყვარული და რწმენა აკეთებს. მე მას გადარჩენილი საქართველო ვუწოდე და ბედნიერი ვარ, რომ აღმოვაჩინე.
ჩვენი თანამშრომლობაც, ალბათ, პროფესიის დიდმა სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა, რადგან ჩემი ყველაზე დიდი წუხილი, როცა რომელიმე დაწესებულებაში შევდივარ, ნახატების სიმცირეა. როცა ამდენი კარგი მხატვარი გვყავს, გავამდიდროთ ჩვენი შენობებიც და მხატვრებიც გადავარჩინოთ.
– რა პერსპექტივა აქვს ამ კოლეჯ „აისს“?
– აქ ძალიან კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, პირველად რომ ჩავედი, მაშინვე ხელოვნება მოვისაკლისე… მას მერე მონდომებული ვარ, რომ აქ, ამ ბავშვებთან მუშაობით რამე გავაკეთო საქართველოსთვის.
ჩვენთან ხელოვნებას ყველგან უჭირს, მაგრამ ხომ გვქონდა გელათის აკადემია? მთავარია, რომ დავიწყეთ და იმედიც არის…14681922_1697171070367312_4091056569972677920_o
კაჭრეთში ყველა მსურველს შევასწავლით ხატვას, ფერწერას, მინანქარს, კერამიკას, მომავალში ვაპირებთ ფაკულტეტების დამატებას.
ქართული ტრადიციული მხატვრობა უნიკალურია, თუნდაც ზარი, რომელსაც დავიწყება უწერია და კიდევ ბევრი, თუნდაც ქართული ფარდაგი, ანდა, თექა ბუნებრივი ფერებით. უკვე ნელ-ნელა ამ ყველაფრის აღდგენას ვიწყებთ.
დიდი გეგმები მაქვს, რის განხორციელებაშიც გვერდით მყავს ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილი.
კაჭრეთში ხელოვნების სასახლე უკვე აშენდ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია
– ასე დამტოვა კაჭრეთმა და გერმანიაში არ „გამიშვა“. აქ უკვე  ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლე გაიხსნა. ესეც, რა თქმა უნდა, უფლის ნებით ხდება.
– ამჯერად რუსთაველის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენისთვის მუშაობთ…
– წესით, ყოველი დღე რუსთაველის უნდა იყოს მაგრამ, როცა გამოცხადდა საიუბილეო თარიღი – 850 წელი, მაინც იმოქმედა. ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა გააცოცხლოს რუსთაველი.
გარემოებამ შთამაგონა, ბოლო დროს სადაც ვიმყოფები, რაც მინდოდა, ჯერ არ დამისრულებია. 14691178_1697172863700466_124122853706378712_oერთი მორი, დაახლოებით 3 ან 4 მეტრამდე სიგრძის, კიდევ მჭირდება. ერთი მორი უკვე მოვხატე და პატარა მორებზე აფორიზმები დაიწერა.
კაჭრეთში, ეზოში, ღია ცისქვეშ ვმუშაობ. დიდხანს ვგრუნტავ მორებს, რომ გაძლოს და აკრილით ვხატავ. მორები ტერიტორიაზეა განლაგებული.
ხეზე რა ტექნიკით  ხატავთ რუსაველს?
– ხეზე ამოწვით… სიახლეა, ხეზე არ მიმუშავია… ხეს ყოველთვის ცოცხლად აღვიქვამ, ის ჩემთვის ცოცხალი არსებაა…
– გამოფენას სად გეგმავთ?
– ამჯერად ეს მორები კაჭრეთში, კოლეჯ „აისის“ ეზოში, ხელოვნების სასახლის ტერიტორიაზეა გამოფენილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ნამუშევრები ადგილს თვითონ აირჩევენ. ისინი  ჩვენზე ბევრად ძლიერები არიან.
რას ნიშნავს რუსთაველი?
– საქართველოს სიცოცხლეს, როგორც ანბანი…
– შარშან ბულგარეთში, ხელოვნების ფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურე…14589894_1697174183700334_6491883141881213745_o
– ბულგარეთში ხელოვნების ფესტივალზე გრან-პრი კვამლით შექმნილ ნამუშევრებში ავიღე.
ამ ბოლო დროს უცხოეთიდან ხომ არ შემოგეხმიანნენ? უცხოეში კარგად იცნობენ თქვენს შემოქმედებას
– ისრაელში ვაპირებ გამოფენას, გერმანიაში, დიუსელდორფშიც ყოველთვის მელოდებიან. უბრალოდ კაჭრეთის გამო ვერ ვტოვებ  საქართველოს. ეს საქმე უნდა აეწყოს. კახეთში, ამ ნიჭიერთა მხარეში ხელოვნების ხაზი უნდა განვითარდეს.
ზემოთ აღნიშნეთ, რომ დედა იყო პირველი გზის გამკვალავი მხატვრობაში… კიდევ ვის დაასახელებდით..
– დედამ და დედის მხრიდან  გენეტიკამაც ალბათ. ყველა ხატავს და მღერის.
ჩემს განსაკუთრებულ მშობლებს დიდი როლი მიუძღვით ჩემი, როგორც მხატვრად ჩამოყალიბებაში. ჩემს ოტია იოსელიანზე  როგორ არ ვთქვა, რომელმაც „ჰე გენია“ დამარქვა. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო გასახსენებელია. ბატონი ოტია დიდი მეგობარი იყო. დიდებს დიდი მეგობრობა შეუძლიათ. ნიტა ტაბიძეც მინდა მოვიხსენო და გერმანიაში ჩემი ექიმი – ვერა მინკე, ასევე დანიელ კუტკოვსკი.
ბავშვობაში დახატულმა ტიტა იაპონიაში გაიმრჯვა… მაშინ 7 წლის იყავით…14691381_1697169400367479_7702054730188657588_o
– ტიტა სხვა ტექნიკით –  ფერადი ტუშით იყო შესრულებული. მე ხომ სულ ძიებაში ვარ… არც მაგ ტექნიკით მუშაობენ ისევე, როგორც ცეცხლით და კვამლით.
პირველი გამოფენა ჯერ კიდევ ნიკოლაძეში სწავლის პერიოდში გქონდათ. ევანდელი გადასახედიდან, რას შეცვლიდით ცხოვრებაში?
– შეცვლას რაც შეეხება,  მე რა უფლება მაქვს, უფალს გადაწყვეტილება შეუცვალო?
რუსთაველზე ციკლის გარდა, ბოლო დროს ახალი რა შექმენი? რომელ ტილოებს გამოარჩევდი?
– ბოლო დროს სულ ხეზე ამოწვით იქმნება ნამუშევრები…
ადრე ყვითელი გიყვარდა, ახლა კრემისფერი, რძისფერირატომ?
– მოღალატე არ ვარ. ახლაც მიყვარს ყვითელი, უბრალოდ სულ ყვითლებით ვეღარ დავდივარ, ტანსაცმლის ფერი შევცვალე…12513782_1507453096005778_5035279813534482757_o
– თქვენს შემოქმედებაშ წამყვანი რელიგიური თემატიკა
– ალბათ დრომ მოიტანა, ყველაფერი თვალხილულია თუ თვალნათელი…
ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები
 ერთხელ ღვთისმშობლის ხატი უნდა დამეხატა, ჩემს მოლბერტზე დავაბრძანე ხატი, იმ ღამით თვითონ ის ხატი შემობრძანდა ჩემს სახელოსნოში… საოცარი ხილვა იყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ ტაძრის აღდგენა, რომლის მოხატვის უფლებაც მომეცა და დღეს იქ წირვა ტარდება.
ჩემს დედულეთში, წინარეხში, რომელიც ქვათახევთან მდებარეობს, ულამაზესი ღვთისმშობლის შობის ტაძარია უნიკალური ფრესკებით. საკურთხეველში უნიკალური ფრესკის მოშლას აპირებდნენ და ამიტომ მივეცი თავს უფლება, დამეცვა.
ჩემს აგარაკზე მწერლები ხშირად იკრიბებოდნენ. ჩვენი ოჯახის სიძე იყო გიორგი შატბერაშვილი, პაპის დის ქმარი დედის მხრიდან.13217219_1580761922008228_4988775157764452106_o
წინარეხში მაქვს მარანი, სადაც ამოდიოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე და მრავალი კარგი მწერალი. მსურს აღვადგინო ის მარანი…
– თბილისი… წარმოუდგენელია, ხელოვანი დედაქალაქზე არ ფიქრობდეს და გული არ შესტკიოდეს მასზე…
– თბილისი ჩემთვის განათლებაა, პატივისცემაა ერთმანეთის, სულის თვისებაა… რაც მთავარია, თბილისი განსაკუთრებული სიყვარულია ყოველი ძველი უბნისა და აივნის.
ჩემი მეგობარი იყო ნიტა ტაბიძე – უდიდესი თბილისელი თავისი ბუნებითა და კაცთმოყვარეობით.
ნიტა ტაბიძე…
– ნიტა პირველი გულშემატკივარი მყავდა აკადემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ არსად დადიოდა, როცა ნახატს ვამთავრებდი, ჩემთან  ამოდიოდა ხოლმე სანახავად. 1614024_1540280022723085_7641472479509953354_o
იმ პერიოდში, ნიტასთან  საოცარი ხალხი იკრიბებოდა, პასტერნაკების ოჯახი ხშირად ჩამოდიოდა. იოსებ რასკინმა, რომელმაც წიგნი გამოსცა ნიტაზე და საქართველოზე, ჩემი სურათიც შეიტანა სხვა ნამუშევრებთან ერთად და ჩემი დიდი მეგობარიც გახდა. რასკინი მოსკოვში ანეკდოტების მეფედ იყო ცნობილი, ნიტასთან იკრიბებოდა უდიდესი ელიტა, არა მარტო თბილისიდან, მსოფლიოდანაც სტუმრობდნენ, ვსვამდით ჩაის ან ყავას და დიდ სიყვარულზე ვსაუბრობდით. ის სხვა დრო იყო, ნაღდი თბილისური შეხვედრებით…

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

11

%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98

189675_102403323177436_5059051_n

13051499_1026583514087418_4053800089555663549_n

13082588_1026583580754078_150188035710020896_n

12401797_1498473950237026_8407090295377003230_o

13164311_1026583387420764_7436354101997890536_n

12771947_1531960110221743_8114724968021500263_o

%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90

%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90

%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები