ლევან ჭოტორლიშვილი: BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა? ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება, ქიმიური იარაღის გამოყენების დანაშაულის ტოლფასია – გულწრფელი იდიოტები

“გასაგებია რომ BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას. დანაშაულს გადააბრალებს ქართველ ინფორმატორებს, მათ შეგვიყვანეს შეცდომაშიო. მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა? ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება, ქიმიური იარაღის გამოყენების დანაშაულის ტოლფასი დანაშაულია,” – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჭოტორლიშვილი “გულწრფელ” იდიოტებს უწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ფილმის შექმნაში.

“გასაგებია რომ “ბიბისი” საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას. დანაშაულს გადააბრალებს ქართველ ინფორმატორებს, მათ შეგვიყვანეს შეცდომაშიო. მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა? ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება, ქიმიური იარაღის გამოყენების დანაშაულის ტოლფასი დანაშაულია. კაზუს ბელი, გლაივიცის პროვოკაციის მსგავსი რაც ჰიტლერმა და ნაცისტებმა ჩაიდინეს.

გამოძიება დაიწყო და ვერ გაჩერდება. ბრალი უმძიმესია. მე მგონი ინფანტილები ჯერ ვერ ხვდებიან რა შარში გაეხვნენ. ჩვეულებრივი პიარი და დეზინფორმაცია ეგონათ. ალბათ ახლა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ პოლიციური ქიმიური სპეცსაშუალებები (რომლებიც ლეგალურია, და საქართველომ ისრაელისგან შეიძინა) აერიათ აკრძალულ ქიმიურ იარაღში, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.

ისეთი “სატოპკე” აუწიეს ხელისუფლებას რომ თვითონ ვერც ხვდებიან. ალეკო ელისაშვილის საქციელი ამასთან შედარებით ბავშვური ხუმრობაა. მე პირადად მხოლოდ ერთ გამართლებას ვპოულობ მათ საქციელში, იმას რომ მართლა გულწრფელი იდიოტები არიან და ვერ ხვდებოდნენ რა გააკეთეს.”- წერს ლევან ჭოტორლიშვილი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები