„უპირატესობას მაინც თოჯინებს მივანიჭებ, რადგან მუშაობისას ხასიათი ჩანს“ – სოფია ჩხიკვაძის „ბიჭი ციგით“, მოქსოვილი ნაძვის ხე და ბარაქის გოგრები

პროფესიით არქიტექტორია. მუშაობ  მებაღეობის კოლეჯში ხაზვის მასწავლებლად. თავისუფალ დროს კი უთმობს:  ქარგვას, ქსოვას, კერვას, ქაღალდზე ჭრას, თოჯინებ კეთებას.
საახალწლოდ მუშაობს ნაძვის გასაფორმებელ სათამაშობურთულებზე, სოკოებზე, გულებზე, ვარსკვლავებზე. მოქარგ საახალწლო წინდა, მოქსოვილი აქვს ნაძვის ხე, ბარაქის გოგრები. – სოფია ჩხიკვაძის პერსონა.
პროფესიით არქიტექტორი ხართ. როდის დაიწყო ხელსაქმის სიყვარული? 
– პატარაობიდან ვხატავდი, შემდეგ ფერადი ქაღალდებისგან ყვავილებს ვაკეთებდი, ასევე ქსოვაც ბავშვობაში ვისწავლე. ბებია ბევრს ქსოვდა ყაისნაღით და სულ ვუყურებდი. ქარგვაც მან მასწავლა, კერვაც. მოგვიანებით კი უფრო გავაქტიურდი. მასალების დიდი არჩევანია, ინტერნეტში უსაზღვრო ფანტაზიები… ქარგვას უკავშირდება ჩემი მონაწილეობა ფბ ჯგუფში „საქართველოს მქარგველები და ხელმარჯვეები”.
–  ბამბის თოჯინები  წინასაახალწლოდ გამოჩნდა თქვენს გვერდზე…
– ბამბის თოჯინებმა ძალიან მომხიბლა იმით, რომ ბამბისგან კეთდება. არ უნდა  ძვირიანი მასალის მოძიება, გამოწვა, დამუშავება. გამოდის ძალიან ლამაზი ნამუშევრები, როგორც გოგო-ბიჭების, ასევე ცხოველების.– ახალი წელი მოდის….
 – საახალწლო თემა ამოუწურავია. მაქვს ნაძვის ხეები, ნაძვის გასაფორმებელი სათამაშო-ბურთულები, სოკოები, გულები, ვარსკვლავები. მაქვს მოქარგული საახალწლო წინდა, ბარაქის გოგრები, მოქსოვილი ნაძვის ხე.
თოჯინები და საინტერესო ისტორია…
– თოჯინებიდან საინტერესოა „ბიჭი ციგით“. ციგის საყიდლად მთელი წელი დავდიოდი, ზაფხულში ვიყიდე და ბიჭიც ზაფხულში გავაკეთე. მოესწრო ზამთარს.– ქარგვა, ქსოვა, კერვა, თოჯინები, ქაღალდზე ჭრა… ჰობი მრავალფეროვანია…
– უპირატესობას მაინც თოჯინებს მივანიჭებ. კეთების დროს მათი ხასიათი იკვეთება. უცებ დაინახავთ, რომ მოწყენილი სახე აქვთ – ან მხიარულები არიან ან ჩაფიქრებულები, ცოცხალი ადამიანებივით.
–  მებაღეობის კოლეჯში ხაზვას ასწავლით… ამავდროულად ხელსაქმით ხართ გატაცებული. როგორ ასწრებთ ყველაფერს?
– გარდა ჩემი პროფესიისა კიდევ ვმუშაობ ხაზვის მასწავლებლად. თავისუფალ დროს ვპოულობ დილას ადრე ან საღამოს ძილის წინ.
– ოჯახი…
– მეუღლე და შვილი ხელს მიწყობენ და მოსწონთ ჩემი შემოქმედება, მამხნევებენ კიდეც.
– წელიწადის დროები ხელოვანს თავისებურად შთააგონებს… შემოდგომის სიფერადე, ზამთრის თოვლი და შობის მისტერიები, გაზაფხულის ხალასი ფერები…
– ყველა ხელოვანს ეცვლება სეზონის მიხედვით ნამუშევრები. შემოდგომაზე ყველანი ვაკეთებთ გოგრებს, ფოთლებს, ზამთარში აუცილებლად – თოვლს, ნაძვს და ა.შ.
– ყვავილები…
– ყვავილი ყველა ლამაზია.  მოქარგული მაქვს იები.
– ქარგვასა და ხელმარჯვეობაში მასტერკლასებსაც ატარებთ ონლაინ…
– მასტერკლასებს ნაცნობები და უცნობები ხშირად მთხოვენ. ვატარებ ჩანთის კერვის გაკვეთილს, ბამბის თოჯინის გაკვეთილს, თემა ბევრია და ხშირად მოსწავლეებიც ბევრნი არიან – როგორც დიდები, ასევე პატარები.
. გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამოფენებს ვატარებ ჩვენს საერთო ჯგუფთან ერთად – „საქართველოს მქარგველები და ხელმარჯვეები“.
გვინდა სამომავლოდ საქართველოს საზღვრებსაც გავცდეთ.

                                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები