მაია ნიკოლეიშვილი – „ბიბისის“ სტატიაზე: ასეთ ტექნოლოგიას ორი მიზანი აქვს – ერთი არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი და მეორე, ჩემი აზრით გარე მოხმარების მიზნებს ემსახურებოდა

“ასეთ ტექნოლოგიას ორი მიზანი აქვს. ერთი არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი და მეორე, ჩემი აზრით გარე მოხმარების მიზნებს ემსახურებოდა,“- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „ბიბისის“ სტატიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია რომ ამ ბრალდებაზე ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო ასპარეზზე.

„ასეთ ტექნოლოგიას ორი მიზანი აქვს. ერთი არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი და მეორე, ჩემი აზრით გარე მოხმარების მიზნებს ემსახურებოდა, რადგან ქიმიური ნივთიერება და ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს არის უსასტიკესი ბრალდება რაც კი შეიძლება დღეს მოიძებნოს სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ. მსოფლიო საზოგადოების თვალში საქართველო გამოდიოდა ქიმიური იარაღის გამომყენებელი სახელმწიფო და ამის მსგავსი ჩვენ გვახსოვს ერაყში. ეს იყო ძალიან საშიში ბრალდება და კარგია, რომ ხელისუფლება აპირებს ამას პასუხი გასცეს საერთაშორისო ასპარეზზე. ამაზე გაჩუმება შეუძლებელია“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი – არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები