გიორგი ჯინჭარაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს, ისაუბრეს კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ გამოწვევებზე და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობაზე.

“მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო, ასევე ადგილობრივი დევნილი ახალგაზრდების სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტში ჩართულობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მამუკა რეხვიაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან დევნილ მოსახლეობაზე მზრუნველობის საკითხს.

გიორგი ჯინჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის და  დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი ძაძამია, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კოკაია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები