მუხრან ღურწკაია: ადვოკატთა ასოციაცია ემზადება არჩევნების მასშტაბური გაყალბებისთვის – მიუხედავად მწვავე წინააღმდეგობისა და არგუმენტირებული მოთხოვნებისა, მოქმედმა თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და მისმა გუნდმა განზრახ და მიზანმიმართულად უარი თქვეს ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არჩევნების გაყალბებას გამორიცხავდა
“ადვოკატთა ასოციაცია ემზადება არჩევნების მასშტაბური გაყალბებისთვის! ამ წუთებში დასრულდა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. მიუხედავად მწვავე წინააღმდეგობისა და არგუმენტირებული მოთხოვნებისა, მოქმედმა თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და მისმა გუნდმა განზრახ და მიზანმიმართულად უარი თქვეს ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არჩევნების გაყალბებას გამორიცხავდა,”- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე მუხრან ღურწკაია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, საბჭოს უმრავლესობამ, რომელიც დაუფარავად ლობირებს ირაკლი ყანდაშვილს და მათი უმრავლესობა ი. ყანდაშვილის საარჩევნო სიაშია, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად ანგრევს სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობას.
“მათ ორკესტრირებულად შექმნეს სცენარი, რომლის მიხედვითაც:
• სრულ კონტროლს იღებენ საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე
• ადვოკატების საბოლოო სიებზე
• საარჩევნო ოქმებზე და მათი გაცემის წესზე
• ხმის მიცემის პროცესზე
• და რაც ყველაზე საშიშია – შედეგების დათვლასა და გამოცხადებაზე
ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება – გააყალბონ შედეგები და გამარჯვება გაუფორმონ ირაკლი ყანდაშვილს.
დღევანდელმა სხდომამ ნათლად აჩვენა, რომ
სხვა კანდიდატები მთლიანად გამორიცხეს საარჩევნო პროცესებიდან.
ეს არ არის არჩევნები – ეს არის სცენარი, სადაც შედეგი წინასწარ აქვთ დაწერილი.
ადვოკატებო, ახლა დუმილი ნიშნავს დანებებას!
ჩვენს არჩევანს გვართმევენ!
ჩვენს პროფესიას აჩუმებენ!
მოგიწოდებთ ყველას – დავდგეთ ერთად!
დავიცვათ ჩვენი ხმები, ჩვენი არჩევანი და ჩვენი ღირსება!
შემომიერთდით!
ერთად შევაჩეროთ ეს უპრეცედენტო უსამართლობა!
აქვე გაცნობებთ, რომ ხვალ დილით გავმართავ ბრიფინგს და დეტალურად გაგაცნობთ დახურულ
კარს მიღმა მიმდინარე გაყალბების მომზადების პროცესის დეტალებს.
თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია.
თქვენზეა დამოკიდებული, ვიბრძოლებთ და დავიცავთ ჩვენს არჩევანს, თუ დავსხდებით და ვუყურებთ, როგორ გვართმევენ პროფესიულ მომავალს.
ნუ გადგებით გვერდზე!
ეს ბრძოლა ჩვენი საერთო საქმეა!“- წერს ღურწკაია.