პრემიერი – „ფარას” რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტზე – ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებმიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ
“ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო გამოძიება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის „ფარას” რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტს შეეხებოდა „ნაცმოძრაობის” მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებმიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.
„როგორც მოგეხსენებათ, საქმე არის აღძრული საქართველოს პროკურატურაში, რომელიც უკავშირდება უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერას მტრულ საქმიანობაში. როდესაც ასეთი ტიპის კონტრაქტი ფორმდება, მე ვფიქრობ, ესეც შეიცავს მინიშნებებს გარკვეულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, თუმცა ესეც უნდა იქნეს სამართლებრივად დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებების მიერ. რაც შეეხება იმას, რასაც ეწოდება ფორმალურად ლობიზმი, ჩვენთვის ეს ვერ იქნება ლობიზმი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებმიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ”, – განაცხადა პრემიერმა.