სუს-ში ზვიად ხარაზიშვილი გამოიკითხა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით გამოიკითხა.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.