ჯგუფი „ფუსი რაიოტი“ ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს
სკანდალებით ცნობილი პანკჯგუფი „ფუსი რაიოტი“ ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს. მარია ალიოხინასა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვას წარმოდგენის ორგანიზატორი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია”Amnesty International”-ია. კონცერტი ნიუ – იორკში 5 თებერვალს დაიგეგმა და ის ბრუკლინის საკონცერტო დარბაზ „ბარკლაის ცენტრში“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა. „ფუსი რაიოტის“ წევრები დეკემბრის ბოლოს დუმის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე გაათავისუფლეს. გამოსვლისთანავე გოგონებმა განაცხადეს, რომ ისინი პატიმრების უფლების დასაცავად ბრძოლას იწყებენ.