შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე ამაღამ ძლიერი შტორმი დაიწყება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მოსალოდნელი შტორმის სიძლიერე 4-6 ბალს შეადგენს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ღამით ზღვაზე 4-6 ბალი შენარჩუნდება, 16 დეკემბერს ზღვის ღელვა 3 ბალამდე დაიკლებს, 17-ში კი კვლავ მოსალოდნელია შტორმული სიტუაციის შექმნა და 4-6 ბალი.
“შტორმი დღეს ღამეს დაიწყება და მისი სიძლიერე 4-6 ბალი იქნება, 16 რიცხვიდან მისი სიძლიერე დაიწევს 3 ბალამდე, ხოლო 17 დეკემბრიდან ისევ გაძლიერდება და 6 ბალს მიაღწევს,”-აცხადებს „კვირასთან“ გარემოს ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მავილე ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები