ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე გარკვეული სახის შეზღუდვები მოქმედებს

ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი თოვის გამო ხილვადობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები