„ელიტ ელექტრონიქსის“ მულტიბრენდული მაღაზია „სითი მოლში“ გაიხსნა

„ელიტ ელექტრონიქსის“ მულტიბრენდული მაღაზია დღეს გლდანში, „სითი მოლში“ გაიხსნა.

ახალი მაღაზიის გახსნის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ყველა ბრენდზე ერთკვირიან სპეციალურ აქციებს სთავაზობს.

კომპანია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული. ,,ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები, როგორებიცაა: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovi და სხვა.

“ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია. კომპანია დღესდღეობით საქართველოში ტექნიკის ბაზრის ლიდერია და ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი.

საქართველოში “ელიტ ელექტრონიქსი“ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორია, ასევე, გახლავთ Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი.

®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები