ლვოვის გუბენატორი გადადგა, შენობა კი ამ დრომდე ალყაში რჩება
ლვოვში ევრომაიდნის ადგილობრივმა მხარდამჭერებმა ადმინისტრაციის შენობა ალყაში მოაქციეს, ლვოვის გუბერნატორმა კი გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედია ოლეგ სალოს გადადგომის მიზეზად მასზე დემონსტრანტების ზეწოლას ასახელებს. ცალკეული საინფორმაციო საშუალებებით შენობაში დემონსტრანტთა შეჭრის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა, ეს ფაქტი ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება. მომიტინგეებს შენობის გასასვლელები ბლოკირებული აქვთ, ხოლო ოლეგ სალოს გადადგომის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.