ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიის საკითხზე პრესკონფერენციას გამართავს

პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას, დადგენილების ფორმით, სავარაუდოდ მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრება იმ სუბიექტების კვოტები, რომლებიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში იქნება წარმოდგენილი.
მოგვიანებით პარლამენტი აღნიშნული კვოტების შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას დაამტკიცებს.
როგორც წესი, საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
პრესკონფერენცია 15:00-ზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები