ნუკრი ქანთარია: საკონსტიტუციო კომისიაში, პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა ჩემთვის ცოტა უხერხულია

საკონსტიტუციო კომისია არის უშუალოდ პარლამენტის განსახილველი საკითხი, ამ კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნუკრი ქანთარიასთვის მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა.
„პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა ჩემთვის ცოტა უხერხულია საკონსტიტუციო კომისიაში, რადგან ის არის პრეზიდენტი, ის მთლიანად სურათს უნდა უყურებდეს, ეს არის მთლიანად პარლამენტთან დაკავშირებული საკითხი. კომისიის წევრები უნდა იყვნენ სხვადასხვა რანგის და სფეროს წარმომადგენლები და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაიმართოს სერიოზული დისკუსიები. პრეზიდენტს შეუძლია კომისიაში ჩართოს თავისი წარმომადგენელი,“ – განაცხადა ქანთარიამ.
ქანთარია თვლის, რომ არის საკითხები, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის განხილვის საგანი არ უნდა გახდეს. იგი პარლამენტის თბილისში გადმოტანის და ქორწინების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ მსგავსი თემები საკონსტიტუციო კომისიის განსახილველი არ უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები