ნუკრი ქანთარია: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პერიპეტიები დასასრულს უახლოვდება

როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტი გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია თვლის, რომ პროცესი მალე დასრულდება და ქვეყანას მნიშვნელოვანი მონაპოვარი ექნება.
„მივულოცოთ ერთმანეთს მაშინ, როცა უკვე ყველაფერი დასრულდება. ფაქტია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პერიპეტიები დასასრულს უახლოვდება, საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს პროცესი დაჩქარებულიყო, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტი გამოქვეყნდება, რაც იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები