ნუკრი ქანთარია: ეს სვლები, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის გარდაუვალი

მესმის, რომ, რაც ახლა ხდება, არ არის კომფორტული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს აუცილებელია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია მთავრობის ეკონომიკურ პაკეტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს, ეფექტური იქნება.
„ეს სვლები, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის გარდაუვალი, მესმის, რომ აქციზის ზრდა სასიხარულო პროცესი არ არის, მაგრამ ეს აუცილებელია. ჩვენ გვარწმუნებს ეკონომიკური ბლოკი, რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე შექმნილი კრიზისი დაძლეული იქნება. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას ქვეყნის წინაშე აქვს აღებული. ეს ფასების ზრდა დარწმუნებული ვარ, რომ დიდად შესამჩნევი არ იქნება, თუმცა არის საჯარო დაწესებულებები, რომლებიც გადატვირთულია და ერთი ადამიანის პოზიციაზე 5 ადამიანია დასაქმებული, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს პროპორციაში,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები