პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს ჩვენი დროის თვალსაჩინო პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა.
განუზომელია ზურაბის წვლილი თავისუფალი საქართველოს შენებაში. მისმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ მთლიანად საზოგადოების, მედიის, სამოქალაქო სექტორის დღევანდელი სახე, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას.
ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეებით ზურაბ ჟვანიამ გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა იმ ისტორიულ სახელთა შორის, ვინც არაერთი თაობისათვის კვლავ იქნება ორიენტირი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები