ინდონეზიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

  ინდონეზიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ტრაგედია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ბენტენის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დაკარგულია 16 ადამიანი. ინციდენტის დროს კი ხიდზე 40 ადამიანი იმყოფებოდა. ხიდზე მყოფი მოქალაქეები მდინარეში ჯომარდობას ადევნებდნენ თვალს, როდსაც ხიდი ჩაინგრა და ყველა ადამიანი მდინარეში ჩავარდა. მაშველებმა წყლიდან 22 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ამჟამად სპეციალისტები ხიდის ჩანგრევის მიზეზებს იკვლევენ. ხიდი ერთმანეთთან ორ სოფელს აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები