კიევში დაკარგული ფოტოგრაფი ნაცემი იპოვეს
კიევში, გრუშევსკის ქუჩიდან დაკარგული ლვოველი ფოტოგრაფი მარიან გავრილოვი ნაცემი იპოვეს,- ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. გავრილოვი 22 იანვრის თავდასხმის დროს გრუშევსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა, სხვა რამდენიმე დემონსტრანტთან ერთად, ძალოვანებმა მანქანის საბარგულში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს. ფოტოგრაფის განცხადებით, ისინი ქალაქგარეთ გაიყვანეს, გახადეს და თოვლში ჩაყარეს.