ჯუჯა პლანეტა ცერერა პერიოდულად ორთქლს უშვებს
ჯუჯა პლანეტა ცერერა მზის სისტემის ასტეროიდების სარტყელში საკმაოდ დიდ ობიექტს წარმოადგენს. იგი გვევლინება, როგორც ასტეროიდისა და პლანეტის ზღვარზე მყოფი ობიექტი და ორივეს თვისებები გააჩნია. პლანეტის მსგავსად, მას თითქმის იდეალურად მრგვალი ფორმა აქვს და ასტეროიდივით ატმოსფერო არ გააჩნია. ცერერას დიამეტრი თითქმის 950 კმ-ს შეადგენს, რაც ასტეროიდისთვის საკმაოდ დიდია. მას შემდეგ, რაც 1801 წელს იტალიელმა ასტროლოგმა ჯუზეპე პიაციმ ცერერა აღმოაჩინა, მეცნიერებმა ვერ გადაწყვიტეს, საბოლოოდ რომელი კლასისთვის მიეკუთვნებინათ იგი.
2006 წლამდე ცერერა ოფიციალურად ასტეროიდად ითვლებოდა, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ასტროლოგიურმა კავშირმა მას ჯუჯა პლანეტის სტატუსი მიანიჭა. ახლახან ნასას მკვლევარებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. მათ მიიღეს პირველი უდავო მტკიცებულება იმისა, რომ ცერერა წყლით არის მდიდარი. ყინულის სქელი ფენით შემოსაზღვრული ჯუჯა პლანეტა ქვემოდან წყლითაა დაფარული და პერიოდულად ორთქლის ჭავლს უშვებს. “ჩვენ პირველად მოვიპოვეთ იმის მტკიცებულება, რომ ობიექტი ასტეროიდული სარტყელიდან – ჯუჯა პლანეტა ცერერა შეიცავს ყინულს და წყლის ორთქლს, – ამბობს წამყვანი მკვლევარი მაიკლ კიუპერსი”. ეს მონაცემები საუკეთესო ბაზად გამოდგება ამერიკული კოსმოსური სააგენტო “ზარიას” შემდგომი კვლევებისთვის. ერთგვარი ზონდი მოგზაურობს მზის სისტემაში და სწავლობს ასტეროიდების და სხვა ობიექტების მახასიათებლებს, რომლებმაც თავი მოიყარეს “არიაში”.
,,ჩვენი პლანეტების სისტემის არსებობის დღიდან მთავარი მიზანია, უპასუხოთ კითხვას – რა ხდებოდა სულ თავიდან, როდესაც მზე უკვე ანათებდა და პლანეტები მხოლოდ იწყებდნენ ფორმირებას.” კვლევითმა აპარატმა”დანომ” დაამთავრა მსხვილი ასტეროიდის – “ესტას”კვლევა და გაემართა ცერერასკენ. ჯუჯა პლანეტას იგი 2015 წლის გაზაფხულზე მიუახლოვდება. სწორედ მაშინ ვარაუდობენ ასტრონომები, დააკვირდნენ უნიკალურ ციურ სხეულს. ჩვენი ზონდი უკვე ცერერას გზაზეა. ასე რომ, დიდხანს ლოდინი აღარ დაგვჭირდება, რათა ამ პლანეტის ყველა საიდუმლო ამოიხსნას. “რასვეტი” ცერერას ქიმიურად და ბიოლოგიურად შეისწავლის და შეადგენს რუკებს. ამგვარად, ვიმედოვნებთ, რომ უფრო ზუსტად გავიგებთ, რატომ ხდება პერიოდულად პლანეტიდან ორთქლის ჭავლის ამოდინება“, – ამბობს კვლევის თანაავტორი კეროლ ლეიმონდი.
ითვლება, რომ ცერერას ყინულის სქელი ფენით დაფარული ქვის ბირთვი აქვს. ყინულის ეს ფენა რომ დადნეს, იმდენი წყალი წარმოიქმნება, რამდენსაც მთელს დედამიწაზე ვერ შეაგროვებთ, მაგრამ მკვლევარებს აინტერესებთ შემდეგი: ცერერა შედგება იმ ნივთიერებებისგან, რომლებიც გაჩნდნენ პირველად მზის სისტემის მილიონობით წლების არსებობის განმავლობაში. ყველა ამ ქიმიური შენაერთის დეტალური ანალიზი საშუალებას მოგვცემს, ჩავიხედოთ უახლოესი კოსმოსის შორეულ წრსულში, როდესაც მზის სისტემის გარშემო პლანეტები ჯერ კიდევ არ იყვნენ. ამ აღმოჩენის უნიკალურობა ისიცაა, რომ ცერერას ზედაპირზე წყლის არსებობის შესახებ მხოლოდ თეორეტიკოსები საუბრობდნენ და მეცნიერებს ამისი დამაჯერებელი მტკიცებულებები არ გააჩნდათ. ორთქლის ჭავლის მკაფიო სპექტრალური “ხელწერის დადგენა შესაძლებელი გახდა” გერშელის ობსერვატორიის ინფრაწითელი ტელესკოპის მეშვეობით.
საინტერესოა, რომ ორთქლის ჭავლი მხოლოდ პერიოდულად ამოიფრქვა – ოთხჯერ დაკვირვების პერიოდში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი არასტაბილურობა შეიძლება აიხსნას შემდეგით: როდესაც ცერერა უახლოვდება მისი ორბიტის იმ მონაკვეთს, რომელიც მზესთან უფრო ახლოსაა, ყინული მასზე დნება და დაახლოებით 6კმ-ის ორთქლს უშვებს წამში. მაგრამ როდესაც ჯუჯა პლანეტა კვლავ შორდება ჩვენს ვარსკვლავს, წყალი კვლავ იყინება. ასტროლოგებმა ასევე დაადგინეს ცერერას წყლის ჭავლის სათავე, რომელიც შავი ლაქა აღმოჩნდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ლაქა უფრო მალე ცხელდება და ამიტომ სწორედ იგი არის ორთქლის სათავე. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება სიმართლეს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მეცნიერებს „DAVN“-ის მისიის საბოლოო მონაცემები ექნებათ.