უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ინიციატივას რუსული გაზის შეზღუდვის შესახებ სასამართლოში დაუპირისპირდებიან
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ, რომელიც რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის ეტაპობრივ შეზღუდვას და 2027 წლისთვის სრულ გაჩერებას ითვალისწინებს.
ორი ქვეყნის არგუმენტით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების პრობლემებს და ზღუდავს მათ საენერგეტიკო სექტორის სტაბილურობას.
უნგრეთი და სლოვაკეთი ხაზს უსვამენ, რომ გადაწყვეტილების განხორციელება უარყოფით გავლენას მოახდენს მათი ეკონომიკების განვითარებასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და უსაფრთხოების განმტკიცებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტისთვის რუსულ რესურსებზე უარის თქმა შეუძლებელია, რადგან უნგრეთს არ შეუძლია ენერგომომარაგების სხვა წყაროებიდან უზრუნველყოფა.
“როგორც კი გეგმა ოფიციალურად დამტკიცდება, ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ მას ევროკავშირის სასამართლოში. სამართლებრივი წარმოება დაუყოვნებლივ დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად”,– განაცხადა მან.