Facebook, Microsoft, Twitter და YouTube ექსტრემისტული მასალების გავრცელებას წინ აღუდგებიან

ინტერნეტ ტექნოლოგიების უმსხვილესი კომპანიები – Facebook, Microsoft, Twitter და YouTube საკუთარ საიტზე ექსტრემისტული შინაარსის მასალების გავრცელების აღკვეთაზე შეთანხმდნენ.
ეს კომპანიები ერთიან ბაზას შექმნიან, რომელშიც მთელი კონტენტის „ვირტუალური თითების ანაბეჭდები” შევა.
მონაცემთა ბაზის მიხედვით, საიტები ინფორმაციის ატვირთვას გააკონტროლებენ. თუ საიტზე ექსტრემისტული შინაარსის მასალა გაჩნდა, ის საიტიდან წაიშლება, ვიდრე გავრცელებას მოასწრებს.
ამ სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ოთხი უმსხვილესი კომპანია დიდწილად ევროკავშირის ზეწოლის გამო შეთანხმდნენ.6 თვის წინ  Facebook-მა, Microsoft-მა, Twitter-მა და YouTube-მა საკუთარ თავზე ვალდებულება აიღეს, რომლის მიხედვით ისინი 24 საათის განმავლობაში რასიზმის და შეუწყნარებლობის გამოვლინებებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები