თურქეთში ავარიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

  თურქეთის კაისერის პროვინციაში ავარიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 30 აღწევს – ინციდენტი პინარბასში, გიურუნის ავტომაგისტრალზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადატრიალდა. როგორც თურქული მედია იუწყება, დაღუპულებს შორის შვიდი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველების ცნობით, ავტობუსში, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა, თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მომხდარის სავარაუდო მიზეზებად ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ან მძღოლის დაუდევრობა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები