„საქართველოს მოსახლეობის 12-13 % პედარასტი და 10% ლესბოსელია“

„საქართველოს მოსახლეობის 12-13 % პედარასტი და 10% ლესბოსელია“, – ამ სათაურით გაზეთი „ალია“ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი მკითხველს ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელთან ირაკლი ვაჭარაძესთან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს. გაზეთის ფურცლებიდან, ირაკლი ვაჭარაძე ლგბტ-ს წარმომადგენლების უფლებების დაცვის გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობას უხდის. „დავით უსუფაშვილი უდავოდ იმსახურებს ჯილდოს, რადგან ის იყო არაჩვეულებრივად გონიერი, როდესაც „ლგბტ“ თემებზე მსჯელობდა. თეა წულუკიანი იყო ის ადამიანი, ვინც პირველად გაბედა და ძალიან ღირსეულად და მშვიდად ახსნა, რომ „ლგბტ“ უფლებები ადამიანი უფლებათა განუყოფელი ნაწილია. თამარ ჩუგოშვილმა გაუძლო არნახულ ზეწოლას და ასევე, განსაკუთრებული თანამიმდევრობით, ყოველთვის იქ იდგა, სადაც კარგი ადამიანი და პროფესიონალი იურისტი უნდა იყოს. ხოლო თამარ კორძაია არ შეუშინდა არც ამომრჩევლების განაწყენებას, არც თავისი პოლიტიკური გუნდის მხრიდან სავარაუდო ზეწოლას და სამაგალითო იყო“, – აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე. ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელი საქართველოში ლგბტ წევრების სტატისტიკურ მონაცემებზეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 12-13 % პედერასტია. „ყველაზე კონსერვატიულ ქვეყნებშიც ჰყავთ საკმარისი რაოდენობა. რაც შეეხება საქართველოს, მათი რიცხვი 12 – 13 %-ია. ყველაზე ცოტა, 100 კაცში 2 გეი და ერთი ლესბოსელია, ანუ ყველა მეათე არის გეი. ეს რაც დეკლარილებულია, რადგან ზოგი მალავს ამას, ან ბისექსუალია“, – აცხადებს ირაკლი ვაჭარაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები